ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

2-4 თებერვალს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება ს აღდგენილი ფილმების ჩვენება. რეტროსპექტივა ეძღვნება რეჟისორის 90 წლის იუბილეს:
„რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს”, – წერს ეროვნული არქივი.
· 2 თებერვალი, 19:00 – „იყო შაშვი მგალობელი“
· 3 თებერვალი, 16:00 – „პასტორალი“; 18:00 – „მთვარის ფავორიტები“
· 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“; 18:00 – „და იქმნა ნათელი“
საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მდებარეობს პეკინის გამზირზე 40 ნომერში.