ოთარ ზურაბიშვილი – 2 დღის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის, ს ძმა, შეუერთდა.
როგორც ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისის გზავნილს, რაც გულისხმობს: არა რუსეთთან თანამშრომლობას.
“2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უდიდესი ღონისძიება ჩავატარეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. 26 მაისის ლოზუნგი და გზავნილია დამოუკიდებლობა და არა რუსეთთან თანამშრომლობა. 2 დღის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ – სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს