ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,შემოქმედი”-ს საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,შემოქმედი”-ს დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია ,,სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდ ,,ქართული გალობის” გენერალური დირექტორი ნანა გოთუა, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ. მგალობელ – მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი” 2014 წელს დაარსდა. ანსამბლს ფონდმა ,,ქართული გალობა” საჩუქრად ფულადი პრემია – 20 000 ლარი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის