„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ფლუმინენსესთან“ 0:2 დამარცხების შემდეგ, „ინტერის“ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა.
ლაუტარო მარტინესმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა: „ჩემი გზავნილი მარტივია: გინდათ დარჩენა – დარჩით, არ გინდათ – წადით“. ჰაკან ჩალჰანოღლუმ მას სოციალური ქსელით უპასუხა: „ეს სიტყვებია, რომლებიც გვყოფს და არ გვაერთიანებს. პატივისცემა ცალმხრივი მოძრაობა არაა. არასოდეს მითქვამს, რომ „ინტერით“ უკმაყოფილო ვარ“. თურქს მხარი მარკუს ტიურამმა დაუჭირა.
„ნერაძურის“ მწვრთნელმა კრისტიან კივუმ საგანგებო კრება მოიწვია და მარტინესსა და ჩალჰანოღლუს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ზოგიერთი ვეტერანი სიტყვით გამოვიდა და მათ შერიგებისაკენ მოუწოდა. აღნიშნულია, რომ კივუს ჩარევამ გუნდზე დადებითად იმოქმედა.
კლუბის პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ მარტინესის გზავნილი როგორც ჩანს, ჩალჰანოღლუს მიმართ იყო მიმართული და მსგავსი რამ დაუშვებელია.
„ინტერს“ აპრილამდე ოთხ ტურნირზე გამარჯვების შანსი ჰქონდა, საბოლოოდ კი სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.
მოლაპარაკება შედგა – დევიდი კარიერას “იუვენტუსში” განაგრძობს
“ნაპოლი” სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ უფრო ძლიერდება – კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა
კონტემ “ბაიერნის” ვარსკვლავის დამატება მოისურვა
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში – ხვიჩამ “ინტერს” გაუტანა!
[VIDEO] მხითარიანს “ფლუმინენსეს” მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა – “ინტერი” საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
[VIDEO] “შენ გენაცვალეეეეე” – დავითაშვილის ემოციები კვარას გოლზე
“იმედი მაქვს, მესი გვიყურებს” – ვიტინია
“განავალი უნდა შეჭამო და მოინელო” – “ინტერის” მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ “ინტერს” მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
