ნუცა ცქიმანაური საფეხმავლო გამყოლი, გიდი:
შოკში ვარ, ისე სასწაულად დაემთხვა არჩევნებს თბილისში ახალი მეტროს, თუ ტრამვაის ხაზის აშენება. ოუ, ვაუ!
2018 წლიდან, ყოველი არჩევნების წინ რომ გვპირდებიან, ტაშს გვაკვრევინებენ და მერე გვტოვებენ გაღიმებულებს 

რკინის არგუმენტად აქვთ, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მაშ, როგორო?!
დიდ დიღომში არის, როგორც მავანნი ამბობენ, თითით საჩვენებელი #221 საჯარო “მეგა” სკოლა. რომელსაც აქვს გადასარევი შიდა ეზო ამფითეატრით, ოღონდ ბავშვევბს არ უშვებენ ეზოში, რადგან აშენების დღიდან არ აქვს ღობე და შესაბამისად, არ არის უსაფრთხო. ძროხები და ცხენები ბალახობენ ეზოში.
აშენების დღიდან, ანუ 2017 წლიდან მოყოლებული, წელიწადში 2ჯერ ცხადდება ტენდერი სკოლის ეზოს შემოღობვაზე, მაგრამ ღობე ვერ დაკიდენ 

უამრავ პროექტს დაგისახელებთ, სადაც ტენდერი გამოცხადდა, მოკვლევაც კი დაიწყო, პროექტიც კი შედგა, მაგრამ მერე ვუუპს! “რაღაც” მოხდა და იყო და აღარ იყო პროექტი.
დიდ დიღომში გვაქვს მილიარდი პრობლემა და ტრანსპორტი არის 1-1 მთავარი და პრიორიტეტული.
მაგრამ არის ასევე პრიორიტეტული საკითხები, რომლის გადაჭრაც ასევე უ ა ღ რ ე ს ა დ მნიშვნელოვანია. მაგალითად სკოლები და ბაღები რომ არ გვყოფნის დიდ დიღომში, ბაღების ჯგუფებში 40 და მეტი ბავშვია, ზოგან 60ც კი
სკოლაში წელს პატარები მეორე ცვლაში წავლენ, იმიტომ რომ სკოლას მეტი რესურსი არ აქვს ფიზიკურად. მომავალ წელს ალბათ სხვა სკოლებივით სამ ცვლაში ისწავლიან.

არ არსებობს დიდი დიღმის განაშენიანების გეგმა.
თავდადებულზე წელიწადზე მეტია 2 ცალი ზებრა გადასასვლელი ვერ დახაზეს.
თავდადებულზე მარტიდან მოყოლებული 1 სკვერს აკეთებენ და ჯერ დასრულების პირიც არ უჩანს.
მაგრამ ბავშვების თემა, სკოლები და ბაღები არაა წინასაარჩევნოდ მომგებიანი და პოპულარული და ხმებს ვერ მოუტანს კალაძეს და დეპუტატს 

ხოდა, აღარ გვჯერა თქვენი უტიფარი ტყუილების!!!
“””
თბილისში აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების 7.5 კმ. იანი ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდ დიღომს 11 გაჩერებით მეტროსადგურ ,,დიდუბეს” დააკავშირებს.




ნამდვილად საამაყო და საშვილიშვილო ამბავია 



აი, ამას გვპირდება წინასაარჩევნოდ მერი, რომელმაც მეტრო ვარკეთილი ვერ დაასრულა და ჩამონგრეულმა ჭერმა ახალგაზრდა ქალი დაახეიბრა 

