ნუცა ბუზალაძე: არანაირი მიზანი არ ამართლებს ძალადობას!

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოგესალმებით, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და ჩემი ქვეყნის ერთგული გულშემატკივარი, ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, სამართალდამცავების, ჟურნალისტებისა თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა მიმართ.

არანაირი მიზანი არ ამართლებს ძალადობას!

მესმის, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან უყვარს სამშობლო, ჩვენი პატარა და კოხტა საქართველო, თუმცა „გზა ხსნისა“ სხვადასხვაგვარად გვესახება.

მიმაჩნია, რომ ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა უმთავრესია ჩვენი ერის წინსვლისათვის! გვახსოვდეს, ერთობა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის მთავარი რამ არის!

გვიყვარდეს ერთმანეთი!

p.s. ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბულინგი – ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. ორი წელია ამ ყველაფრის წინაშე ვდგავარ და ვუძლებ.

ძალიან რთულია, როცა შენს სამშობლოში დაძაბული მდგომარეობაა, გამონახო ძალა სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსადგენად, ამიტომ 14 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტზე New york-ში, მე აღარ მივიღებ მონაწილეობას. ჩემს თანამემამულეებს ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას და ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას! მიყვარხართ და მიყვარს ჩემი საქართველო“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ