ანთროპოლოგი, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი:
გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებდი, რეგიონისთვის უპრეცედენტოდ გრანდიოზული რამეები რომ ხდება, მაგაზე. კიდევ იმაზე, როგორ უპრეცედენტოდ ა&₾ს@თავდა რუსეთი საკუთარივე ნაჩათლახარზე (ბოდიში სხვა სახელდება არ მომდის თავში ამ ამბისთვის) – მთელი საუკუნე რომ აკოკოლავა ისეთზე თან. იმაზეც, სომხურ იდენტობაში რა გადატრიალება მოხდა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა ( აქვე მოგიყვებოდით, ტატო მეორე თუ მესამე წიგნში რომ წერდა მაგაზე, რომ
გენოციდის მსხვერპლების კანონიზაცია ამ ტრანსფორმაციის მომასწავებელი შეიძლება იყოსო).
კიდევ იმაზე ფაშინიანი რომ უპრეცედენტოდ გულადი და პრინციპული ლიდერი აღმოჩნდა და ღირებულებების ერთგულება, თუნდაც თავზეხელაღებული, რომ უფრო მომგებიანია ყოველთვის, ვიდრე პოპულიზმი, გამყიდველებთან სანახევრო ზომები და ლოლოავი (ბოდიში წინა ხელისუფლებასთან! იმედს თუ იღებდით, ეგებ ეკლესიაც უნდა მიგეყოლებინათ და ზებრიანი ფსიქოპათი, პირველად რომ დაგემუქრათ მაშინვე წაგერთმიათ მოქალაქეობა).
მაგრამ შევამოკლე და ყველაზე მეტად რისი თქმაც მინდება ყველა ჯერზე ალიევის ვაშინგტონში ჩაფრენის კადრებს რომ ვხედავ, იმას ვიტყვი:
აი, ხო ახია ქართველის არმენოფობიურ სენტიმენტზე, რომ ბოლოს სომხეთი გაიყვანს ამ რეგიონს სამშვიდობოს. მე არ მიყვარს “ქართველები საშინელი ხალხი ვართ” თვითგვემა. არ ვეთანხმები. უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ უმეტესობა ხალხებზე უფრო ყოჩაღი და გამბედავი ერი ვართ. მაგრამ არაფერი ისე არ გასცემს ყველანაირ სიმთხლევეს, უვიცობას, უღირსობას, ღრჯუობას, თვითდესტრუქციულობას, ვიწრო ჭკუას
და სიპატარავეს, რაც ქართველს შეიძლება სჭირდეს, როგორც ანტისომხური სენტიმენტი.
მაგ პერსპექტივიდან ხანდახან გულიც არ მწყდება, რომ ამ დიდ გარღვევაში თამაშგარე ვართ.