პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ნოტინგემში, ადგილობრივ “ფორესტსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გაიმართა, შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი კალუმ ჰუდსონ-ოდოიმ 83-ე წუთზე გაიტანა.
თითქოს და მატჩი ნულოვანი დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა ინგლისელი ნახევარმცველის გოლით მოპოვებული 3 ქულა ნუნო ესპირიტო სანტოსთვის შეიძლება სეზონის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი აღმოჩნდეს. “ნოტინგემი” 51 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მე-4 ადგილოსან “მანჩესტერ სიტის” კი 4 ქულით უსწრებს.
“ფორესტი” მომდევნო მატჩს 15 მარტს, სტუმრად “იპსვიჩთან” გამართავს, პეპის შეგირდები ამავე რიცხვში “ბრაიტონს” უმასპინძლებენ.
