“ნორმალური თუ ხარ, მშვიდად როგორ უნდა იყო?!” – ჩცდ-ის მსახიობი ქუჩის პროტესტზე

ჩემი ცოლის დაქალების მსახიობმა, ლევან ყოჩიაშვილმა (სერიალში დათო გოცირიძე) ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

“ასე­თი სი­სას­ტი­კე, ასე მის­დევ­დე ადა­მი­ა­ნებს ქუჩა-ქუჩა, არ­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვია. და­კა­ვე­ბა ერ­თია, მაგ­რამ ამ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ასე სცე­მო – ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი ამ­ბის ისე­თი ჯაჭ­ვია, ნორ­მა­ლუ­რი თუ ხარ, მშვი­დად რო­გორ უნდა იყო?! ამი­ტომ, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბა­ზეა.”

“ის­ტო­რი­ას ხომ აქვს მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი და ალ­ბათ ახ­ლაც იგი­ვე ხდე­ბა… მაგ­რამ ამ­ჯე­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო დიდ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ეს ბავ­შვე­ბი არა­ფერს და­გით­მო­ბენ. თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია, ისი­ნი სხვა დროს გაჩ­ნდნენ, სხვა დროს გა­ი­ზარ­დნენ. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან და გინ­და, რომ მი­ახ­რჩო?! მა­გას არ გა­გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ”, – ამბობს ქართველი მსახიობი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება