ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აიკრძალა, ძირს უთხრის ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას
“ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს კანონში გრანტების შესახებ შეტანილი ცვლილებებით, რაც მას სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად აქცევს.
ეს ძირს უთხრის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიასა და დამოუკიდებლობას.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამის შეცვლისკენ”, – წერია განცხადებაში.
