ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა

ნორვეგიის მეფე 53 წლის მემკვიდრე პრინცი ჰააკონ VIII გახდა – ის მეფე მას შემდეგ გახდა, რაც მამამისი, ჰარალდ V, გარდაიცვალა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ჰააკონის უფროსი შვილი ახლა მემკვიდრე პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და ტახტის მემკვიდრეა.

ჰააკონი ჰარალდის უმცროსი შვილია. ის ტახტის მემკვიდრე 1991 წელს მისი ბაბუის, მეფე ოლავის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

ცნობისთვის, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ის გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო