ნოვაკ ჯოკოვიჩი ბელგრადში ჰუდით გამოჩნდა, რომელსაც აწერია: “სტუდენტები ჩემპიონები არიან”

სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბელგრადში ჰუდით გამოჩნდა, რომელსაც აწერია: “სტუდენტები ჩემპიონები არიან” სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებია, რომლის სათავეშიც სერბი სტუდენტები დგანან. საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.