ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! ბატონო ნოდარ, სად მომძებნეთ და ვერ მომაგენით? მთელი დღეა, რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, რომელიც ჟურნალისტს დირექტივებს ინტერვიუს ჩაწერისას ტელეფონით აძლევდა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს საქართველოში კორუფციასა და ნეპოტიზმს.
არის თქვენნაირი აგენტი, ბატონო ნოდარ. გარანტირებულად გეუბნებით, თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის ყველას მტერი ხართ თქვენ. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი. ნოდარ მელაძე, რომელიც „ყურზე აჯდა“ თავის ჟურნალისტს. ხატია, მისი კორესპონდენტი, რომლის რწმენაც არ აქვს ნოდარ მელაძეს. რომელიც ობიექტურ კითხვებს დასვამდა, რომ არა, ნოდარ მელაძის ასეთი სპეკულაცია. ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს, ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას