ნიუ-იორკისა და ლონდონის საწყობებში კაკაოს მარაგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა – მედია

ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟების საწყობებში კაკაოს მარაგი რეკორდულად დაეცა, რაც ამ საქონლის მწვავე დეფიციტის კიდევ ერთი ნიშანი გახდა რამდენიმე წლის ცუდი მოსავლის შემდეგ ქვეყნებში, რომლებიც მისი მთავარი მწარმოებელია – წერს Financial Times.
ამრიგად, ლონდონის ICE Futures-ის საწყობებში მარაგი დაახლოებით 21 ათას ტონამდე დაეცა ერთი წლის წინ 100 ათას ტონაზე მეტიდან – ამას მოწმობს ბირჟის მონაცემები.
2023 წლის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლის ფიუჩერსების ფასები სამჯერ გაიზარდა და ლონდონში 50 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.
interfax