ნინო ჯანგირაშვილი გაბრაზებულია, რომ ბიზნესი მის ტელევიზიას არ აფინანსებს და არ იმჩნევს

ნინო ჯანგირაშვილი გაბრაზებულია, რომ ბიზნესი მის ტელევიზიას არ აფინანსებს.
“რაღაც კუტოკმა, კერძოდ freebusiness-მა (თავისუფალმა ბიზნესმა) ჩათვალა, რომ საქართველოში დემოკრატიის ბურჯი მედია არის 3 არხი. კუტოკს ვუსურვებ თვალსაწიერის გაფართოებას, მიზეზ–შედეგობრიობის გააზრებას, იმის გაცნობიერებას, რატომ აქვს საქართველოში დედა ნატირები დამოუკიდებელ მედიას ქრონიკულად. მეტს არაფერს დავწერ ამ ეტაპზე.
შეიძლება სუბიექტურად გამოვჩნდე, თან კოლეგიალობა, მეგობრობა, ესა, ისა, მეც ცოტა კუტოკური თავშეკავება მჭირს როგორც ჩანს. თუმცა, ერთხელ თუ არ დამეზარა, დავჯდები და დეტალურად მოგიყვებით, რატომ აქვს ქრონიკულად, წლების მანძილზე დედა ნატირები ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას. მაგის მეტი რა ვიცი.”-წერს ჯანგირაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუაშვილი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც სახალხო დამცველი იყო და წესით ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ სისხლისღვრის გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება

ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო