ჩემი სოლიდარობა მასწავლებელ ნინო დათაშვილს!
ხანდახან მეც ვტირი, თუნდაც ძლიერი დაღლილობის ფონზე და ალბათ შენც, ვინც ამას კითხულობ.დაუშვებელია ამ მიზეზით მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში!”, – აღნიშნულის შესახებ გორელმა პედაგოგმა ნინო ფსუტურმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ნინო ფსუტურმა მის კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადა, რადგან პედაგოგ ნინო დათაშვილს, რომელიც თბილისში დააკავეს, სასამართლომ ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებული მკურნალობა დააკისრა.