აქტივისტი ნინო კალანდია:
ყველას ცალ-ცალკე რომ არ გიპასუხოთ, ბარემ აქ ვიტყვი.
დიდი მადლობა, ვინც მთავაზობთ ფულის შეგროვებას. ვიცი, რომ გულწრფელად დარდობთ და გინდათ დახმარება, მაგრამ არა. არავითარი ფულის შეგროვება.
პირველივე დღიდან არ ვიფარავდი სახეს, იმიტომ, რომ მიმაჩნია, შვილის ნორმალური მომავლისთვის ბრძოლა და პროტესტი დანაშაული არაა. პირიქით, ყველა მშობლის მოვალეობაა. რატომ დავდექით შუა ქუჩაში და რატომ მოუწია ტრანსპორტს მარშრუტის შეცვლა? იმიტომ, რომ ჩვენი ხმა ტროტუარებიდან არ ისმის. იმიტომ, რომ ქვეყანამ შეიცვალა მარშრუტი და დაადგა ყველაზე უფრო საშიშ და სახიფათო გზას.
ყველამ, და მათ შორის იმ ხალხმაც, ვინც ამ ჯარიმებს მაკისრებს, იციან, რომ დღეს, ამ ქვეყანაში ასეთი თანხების გადახდა პრაქტიკულად არავის შეუძლია.
მე ღიად ვაპროტესტებ ამ ქვეყნის კურსის შეცვლას, რაც განურჩევლად ყველასთვის დამღუპველია.
მოკლედ, არანაირი ფულის შეგროვება.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – პრინციპების ღალატი ღუპავდა ყოველთვის ამ ქვეყანას. დავრჩეთ ჩვენი პრინციპების ერთგულები. ამან შეიძლება ახლა დაგვაზარალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
ცნობისათვის, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქტივისტი ნინო კალანდია, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, „გზის გადაკეტვისთვის“ ერთ სხდომაზე ექვსჯერ, ჯამში 30 000 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრების გაერთიანების პრინციპი და ჯარიმები დააჯამა.
საქმე 4 ივლისს განიხილებოდა, გადაწყვეტილება კი დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა. დეტალების შესახებ თავად აქტივისტი ჰყვება, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურები კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
„სასამართლოზე ვთქვი, რომ ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარტოხელა დედა ვარ [დაუნის სინდრომის მქონე შვილის]. მაგრამ ეს არ იყო მათთვის ყურადსაღები, ეს გამოჩნდა გადაწყვეტილებაში“, – უთხრა ნინო კალანდიამ რადიო თავისუფლებას.
მას „გზის გადაკეტვისთვის“ კიდევ ერთი ჯარიმა აქვს დაკისრებული, რის გამოც ჯამში გადასახდელი აქვს 35 000 ლარი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით გამოუწერა სხვა საჯარიმო ქვითრებიც, რომლებიც გასაჩივრებული აქვს და სასამართლო განხილვები არ დაწყებულა.

ცნობისათვის, ნინო კალანდია შშმ ბავშვის მარტოხელა დედაა.