“ნინომ საჭიროდ ჩათვალა კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა” – “სუხიშვილების” განმარტება Open Air-ზე

წელს Tbilisi Open Air 24 მა­ისს გა­იხ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით დაბ­რუნ­და და 24-25 მა­ისს ტრა­დი­ცი­უ­ლად Lisi Wonderland-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მსმე­ნე­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ვლებს ის­მენ­და. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბია გახ­ლდათ.

სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყ­ვნენ: პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, გი­უ­ლი ჩო­ხე­ლი და გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი…

სკან­და­ლი მოჰ­ყვა 25 მა­ისს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის მიერ სცე­ნი­დან წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვებს.

ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…“ – გა­ნა­ცხა­და მან.

ამ ნათ­ქვამ­მა ბევ­რი და­აბ­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად ვის გა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმო­ბად ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა. ზოგს ეგო­ნა, რომ ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­ღე­რი ტექ­სტე­ბი არ მო­ე­წო­ნა, ზოგს – სხვა ვერ­სია ჰქონ­და.

თუ ვის სი­ტყვას ემიჯ­ნე­ბო­და და მი­აჩ­ნდა მკრე­ხე­ლო­ბად, ამის თა­ო­ბა­ზე ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი ambebi.ge – სთან გა­ა­კე­თა.

“ჩემს ნათ­ქვამ­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და არ­ჩილ გუ­ლე­და­ნის ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რის ტექ­სტი, და გთხოვთ მეტი შე­კი­თხვე­ბით ნუ შე­მა­წუ­ხებთ, შე­უძ­ლოდ ვარ, გავ­ცივ­დი გუ­შინ“, – გა­ნა­ცხა­და მან.

დღეს კი “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ში” გან­მარ­ტე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

“გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ჩვენ­თვის სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც open air-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მოხ­და.

აჩი­კო გუ­ლე­და­ნის სიმ­ღე­რის ტექ­სტი არას­წო­რად გა­ი­გო და­სის რამ­დე­ნი­მე წევ­რმა, რა­მაც და­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ში გა­მო­იწ­ვია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა და­სის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა, სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა რომ კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად ისე ემოქ­მე­და, რო­გორც იმოქ­მე­და.

ვწუხ­ვართ, რომ ნი­ნოს ნათ­ქვამ­მა სი­ტყვებ­მა, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლში ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნად და­იმ­სა­ხუ­რა კრი­ტი­კა.

გვსურს და­გი­დას­ტუ­როთ, რომ “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი” ყო­ველ­თვის იდგა და დგას, რო­გორც რწმე­ნის, ისე გა­მო­ხატ­ვის, ხე­ლოვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში და გვჯე­რა, რომ ეს უფ­ლე­ბე­ბი არა­თუ ხელს არ უშ­ლის, არა­მედ ავ­სებს ერ­თმა­ნეთს.კი­დევ ერთხელ, ვწუხ­ვართ, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ინ­ცი­დენ­ტმა ბევრ ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარ­ში გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია”.

შე­გა­სე­ნებთ, საქ­მე შე­ე­ხე­ბა “მწვა­ნე ოთა­ხის” საკ­მა­ოდ ძველ სიმ­ღე­რას “MAMA”, რო­მე­ლიც “იუ­ი­თუბ­ზე” ჯერ კი­დევ 2013 წელს არის ატ­ვირ­თუ­ლი. სიმ­ღე­რის ტექ­სტი რამ­დე­ნი­მე არა­ე­თი­კურ ფრა­ზას შე­ი­ცავს, ნახ­სე­ნე­ბია “ჯვრე­ბი”, “შავი ჯი­პე­ბი” და ძი­რი­თა­და­და საბ­ჭო­თა და რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები – ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი