ნიკა სიმონიშვილი: პოლიციის 2 ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში

ნიკა სიმონიშვილის პენსიონერ მშობლებთან 5000 ლარიანი ჯარიმის ქვითრის ჩასაბარებლად პოლიციელები მივიდნენ – ამის შესახებ იურისტი სოციალურ ქსელში წერს.

სიმონიშვილი ამბობს, რომ მისი ფაქტობრივი მისამართი თბილისში -მ იცოდა და ამიტომაც, გაურკვეველია, რატომ მიუტანეს ის მის მშობლებს.

იურისტს 18 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში ჩემი 5000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად, არადა კარგად იციან ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში.
18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის “აღნიშვნა” არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა.
არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.