ნიკა ელისაშვილი – 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ვაზისუბანსა და ელიაზე მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ისანში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
„შეხვედრები მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. ამ ადამიანებისათვის აქტუალური საკითხები ჩემთვის უცხო არ არის, რადგან მეც აქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც აქ ვცხოვრობ. შევთანხმდით, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს