ნიკა გილაური: უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ

“პირველ რიგში, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა თავდადებულმა, შეუპოვარმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. ყოველ ღამე რუსთაველზე ათასობით თანამებრძოლს ვხვდები და როგორი სასიამოვნო და საამაყოა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა – ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები, მეცნიერები, ბიზნესმენები, სუპერ ახალგაზრდობა – მიყვარხართ ყველა. უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ შევქმნათ ამ ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდი, რომლის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება:
• პირველ რიგში, ამ აქციებზე დაზარალებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ვიცი, რომ მთავრობა ცდილობს დაშავებულების მკურნალობა სრულად დააფინანსოს, მაგრამ არის კონკრეტული შემთხვევები როდესაც ასეთი დაფინანსება არ ან ვერ ხორციელდება (მაგალითად როდესაც დაზარალებულის კლინიკაში მიყვანა არ განხორციელებულა პატრულის ან სასწრაფო დახმარების მიერ და ის თავისით მივიდა იქ), ან დაზარალებულებს თანადაფინანსებას სთხოვენ.
• დაზარალებულების ოჯახების ფინანსური დახმარება – იმის გამო, რომ დღეს რეჟიმისგან ნაცემი ადამიანები იმყოფებიან საავადმყოფოებში, მათ და/ან მათ ოჯახებს ამის გამო შემოსავალი აკლდებათ. სწორედ ეს ფონდი აუნაზღაურებს მათ ამ დანაკლისს.
• ჯარიმების გადახდა მათთვის, ვისაც ამ აქციების პერიოდში ადმინისტრაციულით დააჯარიმებს სასამართლო და ვისაც არ აქვს ასეთი ჯარიმის გადახდის საშუალება.
• იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან.
გთავაზობთ, ასეთ პლატფორმად გამოვიყენოთ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia. პირველ შენატანს მე გავაკეთებ 100 000 ლარის ოდენობით და მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გავზარდო ეს შენატანი. არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ყველას, ვისაც ამ ფონდში თანამონაწილეობის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი თანხა, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
• Prosperity Georgia-ს მიერ ყველა დახარჯული თანხა იქნება სრულად გამჭვირვალე და ყოველკვირეულად ეს ორგანიზაცია გააკეთებს სრულ ანგარიშს მიღებული და დახარჯული თანხების შესახებ.
• დაზარალებულთა მკურნალობისათვის თანხის გამოყოფა მოხდება ოპერატიულად და ეფექტურად, შემოსული მოთხოვნების საფუძველზე – პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინასნური დახმარება.
• პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა მოხდება ხელფასის ზომიდან გამომდინარე (2-3 ხელფასისი ოდენობით), იმ შემთვევებში, როდესაც სახელმწიფო არ გამოყოფს შესაბამის კომპენსაციას (როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული) და მოქალაქეს სასამართლოში წასვლა მოუწევს.
• შემომწირველთა სურვილისამებრ, მათი ვინაობა გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე, ან დარჩება ანონიმური. ანომიმურად დარჩენის შემთხვევაში, თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს – „ანონიმური“.
დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: 557 53 09 10 რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ WhatsApp-ზეც დაგვიკავშირდეთ).
ფონდში თანამონაწილეობისთვის თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე საქართველოს ბანკში და ბანკში:
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE79BG0000000602685123 GEL
ანგარიშის ნომერი დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537USD/EU
თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE29TB7549436020100009 GEL
ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537 USD/EUR” – წერს ნიკა გილაური სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა

პრეზიდენტი – ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა, პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ – მოდით და მოვილაპარაკოთ, როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები