ნიკა გვარამია: დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით

“დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:
მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, მერე მანამდე მისჯილებს დაამატეს, მერე ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.
ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება – იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ “შეურაცხყოფილი თოვლი”. არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.
მარა, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი “არც ესაა გასაკვირი” დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“ – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია