ნიდერლანდების სენატმა ფოიერვერკების აკრძალვას მხარი დაუჭირა

ნიდერლანდების სენატმა ფოიერვერკების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას. მანამდე, აპრილში შესაბამისი დადგენილება პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.
აკრძალვა 2027 წლის დასაწყისისთვის უნდა ამოქმედდეს. ამ პერიოდში ნიდერლანდების ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ტიერი აარტსენმა უნდა მოამზადოს იურიდიული დოკუმენტი და განსაზღვროს პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულო იქნება ორგანიზაციებისთვის ფოიერვერკების მოსაწყობად.
ფოიერვერკების აკრძალვას ნიდერლანდების მუნიციპალიტეტები და საგანგებო სამსახურები, ასევე ცხოველთა და გარემოს დამცველები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საახალწლო პერიოდში ინციდენტების სიმრავლის გამო.
წინა ახალ წელს ნიდერლანდებში პიროტექნიკასთან დაკავშირებული 8 292 ინციდენტი დაფიქსირდა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ომის საფრთხე არსად წასულა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მძაფრია ომის რიტორიკა, რომ საომარ დაპირისპირებას არათუ დასასრული არ უჩანს, ყველაფერი კეთდება გახანგრძლივებისათვის – ირაკლი კობახიძე

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები, უპასუხოდ რჩება ჩვენი დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ -ირაკლი კობახიძე