23 თებერვალს, სერია A-ს ოცდამეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად“ „კომოს“ დაუპირისპირდება და ისევ ვერ დაეხმარება ნეაპოლურ გუნდს დავიდ ნერესი.
ბრაზილიელს მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს და 2 მარტს „ინერთანაც“ ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მატიას ოლივეირა და ლეონარდო სპინაცოლა და მარცხენა ფლანგზე ანტონიო კონტეს გუნდში საკადრო პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.
25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს.
