“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – რატომ დაატოვებინეს თანამდებობები ფოთის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესა და მოადგილეს

ფოთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თავისივე პარტიის ახალ მენეჯმენტს ადანაშაულებს. დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ მას და მის მოადგილეს თანამდებობები განსხვავებული აზრის გამო დაატოვებინეს. ს საკრებულოს წევრების ნაწილი ს გადადგომას მოითხოვდა.
შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტიის თავმჯდომარის და თანაგუნდელების მიმართ, ასევე ფრაქციის სხდომების გაცდენა – ფოთის საკრებულოში, ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრეები, დარეჯან ცხვიტარიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ასე ხსნიან.
ფოთის მსგავსად განცხადება გაავრცელეს ახალქალაქის საკრებულოს წევრებმაც. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. სპეციალურად გავრცელებულ წერილში წერენ, რომ “ნაცმოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარის ქმედებებმა პარტიის დასუსტება გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილის წასვლის მომხრეები არიან პარტიის სხვა წევრებიც. ამბობენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნაა.
ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრები მიმდინარე პროცესებზე კომენტარს დღეს არ აკეთებენ. ერთადერთი, ვინც მცირე კომენტარი გააკეთა, ა. ამბობს, რომ შიდაპარტიული თემების სააშკარაოზე გამოტანას არ აპირებს.
“ნაციონალური მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენები არ უკვირთ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები “ნაციონალურ მოძრაობას” ლიკვიდაციამდე მიიყვანს.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა პარტიული ს შემდეგ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, გაირიცხა თუ არა პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარე . პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ , პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე ლონდონში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა