„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისშიც ტოვებენ. პარტიის მანდატზე უარი საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დეპუტატმა განაცხადა.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ პარტიაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა და მათ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენა აღარ სურთ. ისინი, სავარაუდოდ, ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე, სთან ერთად გააგრძელებენ.
ქუთაისში პარტია დატოვეს რაიონული ორგანიზაციის წევრებმაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან ოფიციალურად ვტოვებთ პარტიის რიგებს. სამშობლო და სახელმწიფო ყოველთვის უფრო გაცილებით მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება, თუმცა, სხვა პლატფორმიდან“,-განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ