ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე – ალიანსს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნატო-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბორის რუგემ განაცხადა.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთის უკეთ შეკავებაზე ვმუშაობთ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან დავიცავთ თავს“, – განაცხადა ბორის რუგემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ახლა ალიანსისთვის ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვისთვის მთელი რიგი სამხედრო გეგმები აქვს.
„საბოლოოდ, ნატო, რომელსაც მალე 32 წევრი ეყოლება, არის ძალიან ძლიერი ალიანსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები გვაქვს. ჩვენ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეგვიძლია“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…