ნატოს წარმომადგენელი: მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით

ნატოს წარმომადგენელმა „ფორმულასთან“ კომენტარში განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ მოკავშირე ქვეყნებში სერიოზული შეშფოთება არსებობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს შეშფოთება დაკავშირებულია კანონმდებლობის ბოლო ცვლილებებთან, მათ შორის რუსული კანონისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ პოლარიზაციასთან 2024 წლის საპარლამენტო ს კონტექსტში.
“მოკავშირეებს სერიოზული შეშფოთება გამოუთქვამთ საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღებას და პოლარიზაციის ზრდას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ. მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაატაროს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში”, – ამბობს ნატოს წარმომადგენელი.