ნატოს ბირთვული შემაკავებელი ძალა ფინეთზეც უნდა გავრცელდეს, ამბობს ახალი პრეზიდენტი

ნატოს ბირთვული შემაკავებელი მექანიზმი ფინეთისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტაბმა პარასკევს, თანამდებობის დაკავებისას. სტაბმა პოსტი 11 თებერვალს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
კენჭისყრის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს, სტაბმა თქვა, რომ მზად იქნება ნება დართოს ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებას ფინეთის გავლით – თუმცა იარაღი იქ არ შეინახება.
როდესაც პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს მისი შეხედულებების შესახებ ბირთვულ იარაღზე, სტაბმა თქვა, რომ ფინეთის მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტონ, სურს თუ არა ფინეთს შეცვალოს თავისი მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ბირთვულ იარაღს ფინეთის მიწაზე, მათ შორის მის გადატანას.
“ჩვენ ფინეთში უნდა გვქონდეს ნამდვილი ბირთვული შემაკავებელი საშუალება. ეს არის ის, რაც გვაქვს, ნატოს წევრობით”, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. “ნატო სამი სახის შემაკავებელს გვაძლეცს”,-დასძინა მან.
„პირველი არის სამხედრო, ანუ ჯარისკაცები, მეორე არის რაკეტები, ანუ საბრძოლო მასალები და მესამე არის ბირთვული შემაკავებელი საშუალება, რასაც შეერთებული შტატები წარმოადგენს“, – დასძინა მან.
სტაბმა თქვა, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, არის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებსაც ფინეთის საგარეო პოლიტიკა დაეფუძნება მისი ხელმძღვანელობით.
სტაბმა შეცვალა მოქმედი პრეზიდენტი , რომელიც თანამდებობას ტოვებს ორი ექვსწლიანი ვადის შემდეგ. მისი მმართველობის განმავლობაში, მას მეტსახელი “პუტინის მოჩურჩულე” შეარქვეს ს ლიდერთან მჭიდრო კავშირების გამო.
სტაბის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა გააძლიეროს მისი შეიარაღებული ძალები მის დასავლეთ საზღვარზე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ.
სტაბმა დაგმო რუსი ოპოზიციის ლიდერის ს სიკვდილი და მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას აიღოს პასუხისმგებლობა მის “პოლიტიკურ მკვლელობაზე”.
“ნავალნის გარდაცვალება ერთგვარი სიმბოლოა იმ მდგომარეობისა, რომელშიც რუსეთი ამჟამად იმყოფება. როგორც ჩანს, ადამიანის სიცოცხლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის”, – თქვა სტაბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს