“ახალი თეატრი გარემონტდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით!!! ის არის სახელმწიფოს საკუთრება!!! ის არ არის ხელისუფლების საკუთრება!!!
ბიუჯეტი, რომელიც ახალ თეატრს ჰქონდა, შეადგენდა შემოსავლის 20%!!! სახელმწიფო თეატრი მუშაობდა, როგორც კერძო თეატრი, რადგან ვერ გაისტუმრებდა კომუნალურ ხარჯს იმ ბიუჯეტით, რომელიც ჰქონდა!!!
დასი მუშაობდა იმისთვის, რომ გადაეხადა კომუნალურები და თავისი შრომის ანაზღაურება.
დასს ჰქონდა კატასტოფულად დაბალი ხელფასი, რომელსაც ემატებოდა ნათამაშები სპექტაკლებიდან მცირე ანაზღაურება.
ეს არ არის მდიდარი ხალხი. ამ ანაზღაურებით დღეს, დამლაგებელს ვერ იპოვი, ამ ანაზღაურებით დღეს მეეზოვე არ მუშაობს, ამ ანაზღაურებით პოლიციელი არ ჩაგიჯდება დაქოქილ და გამთბარ შკოდაში და არ ითამაშებს ქენდი ქრაშს.
ახალმა თეატრმა შემოსავლებით სახელმწიფოს იმხელა თანხა დაუბრუნა, რომ შეეძლო ორი წელი არაფერი ეკეთებინა, თუ ბუხგალტერიამდე დაეცემა ხელისუფლება. და დაეცა და იმაზე ქვემოთ გდია და ამუშავებს თავის ტროლ-ბოტებს, რომ ჩაინერგოს მანკიერი და არასწორი აზრი.
ახალი თეატრი დოის შექმნილია. თანამოაზრეობის და ერთსულოვნების მაგალითია.
ახალი თეატრი ყოველთვის რისკავს და არ ეშინია ექსპერიმენტების, არ ეშინია მარცხის და არ აფუჭებს წარმატება.
ჩვენ რა გვეშველება, თორემ არც დოის და არც მის დასს ჯერჯერობით არაფერი შეშლიათ.
ახალმა თეატრმა ისევე გარისკა, როგორც რისკავს, როცა სპექტაკლზე მუშაობს. ახალ თეატრს არ ეშინია პირადი მარცხის, მაგრამ იბრძვის გამარჯვებისთვის.
ახალმა თეატრმა სასწორზე დადო თავისი ვნება, რასაც თამაში ქვია და მეორე ვნება, რასაც მეგობრის გვერდში დგომა ქვია და მეგობრობამ გადაწონა
ახალმა თეატრმა უკვე გაიმარჯვა!
ახალი თეატრი კიდევ უფრო მძლავრად გაიმარჯვებს, რადგან სათავეში ყავს ერთგული, შეუპოვარი და სიყვარულით სავსე დავით დოიაშვილი.
ყავს საოცარი ხელმძღვანელი და თავზეხელაღებული ექსპერიმენტატორი, რომელიც ყოველ ჯერზე თავიდან იბადება თავის თეატრთან ერთად.
დოი და მისი გუნდი, ანდროსთან ერთად, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ. ამის მწამს. ამ რწმენის გარეშე ვერ ვიარსებებთ.
თავისუფლება ანდროს!
გამარჯვება დოის და ახალ თეატრს!“ – წერს მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში