ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულ პირებს 17 და 18-18 წელი მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა,პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ” და მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 18 -18 წლით, ერთს კი 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე