“ნაპოლის” მცველი შეიძლება ლა ლიგაში დაბრუნდეს

“ნაპოლის” 22 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი რაფა მარინი შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს, – ამის შესახებ Relevo იტყობინება.
რაფამ მარინი ნეაპოლურმა კლუბმა ზაფხულში 12 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და არაა გამორიცხული, გუნდი გამოიცვალოს. მისი სამსახურით “ვილიარეალი” დაინტერესდა და უნდა იჯარით აიყვანოს, ან შეიძინოს კიდეც.
transfermarkt-ის მიხედვით რაფა მარინის ფასი 9 მილიონი ევროა.