“ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა

“ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – ამ შინაარსის ინსტალაციის გამო გორის ხელოვნების სახლს “ქართულმა ოცნებამ” ტერიტორიის დაიყოვნებლივ დაატოვება მოსთხოვა. არადა, ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა კი შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება დაერღვია.
ფართის დატოვების მოთხოვნას მერია აბსურდული მიზეზით ხსნის” თითქოს ამა თუ იმ დაწესებულების გასახსნელად სხვა ფართი არ აქვს. ამასთან, მერია გაგზავნილ წერილში არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული შენობა.
ფოტოგარფები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა, მათ მიერ გაკეთებული ინსტალაციაა. მათი თქმით, ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება