ნანა კაკაბაძე: მომიტინგეთა მხრიდან იმის მტკიცება, რომ ოცნებამ ევროპულ მომავალზე უარი თქვა და ჩვენ ვაპროტესტებთო, არის მხოლოდ დემაგოგია

“რისთვის იბრძვიან მომიტენგეები?
ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გასავლელი საფეხურები, პრაქტიკულად ამ გზის ყველა ეტაპზე, აქტიუეად იქნა გამოყებებული საქართველოს წინააღმდეგ.
ამან საქართველოს ხელისუფლება აიძულა შანტაჟის ამ იარაღის გაუვნებელყოფის მიზნით გამოეცხადებინა, რომ 2028 წლამდე ჩვენი ქვეყანა თვითონ არ მოითხოვდა მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაერთიანების საკითხზე, ხოლო რადგან 2030 წლამდე მაინც შეჩერებულია ევროკავშირის გაფართოების პროცესი, ამიტომ ამ თარიღამდე 2 წლით ადრე, ანუ 2028 წელს გაწევრიანებისთვის დაწესებული რეკომენდაციების 90% ექნება შესრულებული ქვეყანას და მზად იქნება გაერთიანებისთვის მოლაპარაკების დასაწყებად, რათა 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ქართულ ოპოზიციას თუ ეს თარიღი (2030 წელი) არ აწყობდა და უფრო ადრე აპირებდა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას, მაშინ, როცა იქიდან გვითხრეს, 2030 წლამდე არავის მივიღებთო, რატომ არ მოუწყვეს საპროტესტო აქციები ევროკავშირს? საქართველომ ყველაზე მეტი ჯარისკაცი და მსხვერპლი გაიღო სამშვიდობო მისიებში, ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე წინ ვართ ყველა პარამეტრით და ისევ ზე და მოლდოვაზე უკან დაგვწიეს, როგორც ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს. ამას კი მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ საქართველოში არ არის მათი მოსაწონი ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ დააყენებდა.
გასაგებია, რომ ევროკავშირში გაერთიანების საკითხი ოპოზიციისთვის არის არა მიზანი, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების საშულება. ამიტომაც დადიოდა პრეზიდენტი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და უჩიჩინებდნენ გადაწყვეტილების მიმღებ ევროპელებს, არ მიიღოთ საქართველო, რადგან არ არის ღირსიო. ასე რომ, ვინც ამას ვერ ხედავს, ან ბრმაა, ან თავს იბრმავებს და თითქოს ვერ ხედავს, თუ როგორ იყენებს ოპოზიცია ევროპელობის მანტიას ხალხის მოსატყუებლად.
მომიტინგეთა მხრიდან იმის მტკიცება, რომ ოცნებამ ევროპულ მომავალზე უარი თქვა და ჩვენ ვაპროტესტებთო, არის მხოლოდ დემაგოგია და ცარიელი სიტყვები, რადგან არასოდეს ხელისუფლებას ეს არ განუცხადებია. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელობად მომიტინგეებს მიაჩნიათ პოლიციელებისთვის ქვების და ბოთლების სროლა და მათი ცოცხლად დაწვის მცდელობა, განსხვავებულ აზრზე ძალადობა და ბულინგი, სახელმწიფო და კერძო საკუთრების განადგურება და ა.შ
ოდნავ მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენს ოპოზიციას ანერვიულებს და აერთიანებს არა ის გზა, რომელსაც ევროპაში თუ რუსეთში მივყავართ, არამედ მექანიზმი, რომლითაც ძალაუფლებას დაეუფლებიან. მათი მოთხოვნაა, რომ არჩევნებში გამარჯვებული „ოცნება“ წავიდეს და გამაუპატიურებლები, გამკულაკებლები, საბჭოთა კომკავშირლები და ხალხის მყვლეფავი მევახშეები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც გვპირდებიან ნათელ მომავალს. თუ მომიტინგე ახალგაზრდებს და მოზარდ მომიტინგეებს ჰგონიათ, რომ თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში?
ჩვენს წინაპრებს ევროპასთან ინტეგრირება უნდოდათ ქრისტიანული ღირებულებების დაცვის მიზნით, ვინაიდან მუსულმანული მტერი გამუსულმანებას და გადაგვარებას გვიქადდა. დღეს მსოფლიოში გამეფებულია ლიბერალური ფაშიზმი, რომელმაც ევროპასაც დაუკარგა სახე, გვასწავლის და გვაიძულებს გადავკეთდეთ და ვიქცეთ ქრისტიანული ღირებულებების მგმობელად, ლგბტ პროპაგანდისტებად. ჩვენ და ჩვენი ხელისუფლება დასავლეთსაც მოუწოდებს დარჩეს ძირძველი ქრისტიანული და ჭეშმარიტად ლიბერალური ღირებულებების დამცველად და არა სახელად ლიბერალური, მაგრამ შინაარსობრივად ფაშისტური იდეოლოგიის გამავრცელებლად.
მომიტინგეებში იქნებიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებენ და საქართველოს ინტერესებს იცავენ. მათ ზურგს უკან კი პოლიტიკოსები ხელების ფშვნეტით ელოდებიან თავის დროს, ხოლო მათ ლიდერად ქცეული პრეზიდენტის თუ პრემიერის რანგში თავისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელების ერთადერთ საშუალებას მხოლოდ ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებაში ხედავს. ძალადობრივია ისიც, რომ პრეზიდენტის სკამს ამოფარებული, ის წაგებულ ოპოზიციასთან ერთად ყველანაირად ცდილობს ს შედეგების გაუქმებას, რისთვისაც მზად არის, რომ მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.
და ბოლოს, სათაურში დასმულ კითხვას რომ ვუპასუხოთ, „ევროპისთვის“ მებრძოლი მომიტენგეები სინამდვილეში იმ „დემოკრატიის შუქურის“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან, რომლის მმართველობის ფორმები და მეთოდები ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისათვის ყველაზე მისაღები და მხარდაჭერილი იყო. ეს მონიტინგეთა ნაწილს კარგადა აქვს გაცნობიერებული, თუმცა, მეორე ნაწილი ამაზე არც ფიქრობს და ვერც კი წარმოუდგენია, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმის რეანიმაციის საქმეს ემსახურება. ხოლო ამაზე ზერელე პასუხი, რომ „რაღა დროს მიშაა“, არის ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან ოპოზიციის პატრონებისათვის ყველაზე მეტად სწორედ მიშა და მისი მმართველობაა მისაღები და სანატრელი,” – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?