ნანა დიხამინჯია: ნინოს ჩვენ გამო ეშინია, დიფსტეიტმა არ ჩაგვითრიოს, თორემ… ორი შვილიც რომ მაგ დიფსტეიტში ჰყავს – ბრიტანეთში და ამერიკაში

“ახლა ჩემ საყვარელ პერსონაჟზე – წმინდა ნინო წილოსანზე გადავიდეთ, ეკლესიების მაშენებელი ოჯახი რომ ჰყავს და აქციებზე ერთხელაც არ უნახავს, რომ პოლიცია არაკორექტულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს.
ნინოს ჩვენ გამო ეშინია, დიფსტეიტმა არ ჩაგვითრიოს, თორემ თვითონ მთავარ შემოსავალს სწორედ დიფსტეიტში არსებული კომპანიებიდან იღებს – ჩეხეთში და ამერიკაში. ორი შვილიც რომ მაგ დიფსტეიტში ჰყავს – ბრიტანეთში და ამერიკაში, ეგეც გემახსოვრებათ.
ეს ჩემი აზრია, რომ მთავარი შემოსავალი მანდ აქვს, თორემ 2024 წელს ერთ მანქანაში რომ სრულად გადაიხადა 95 000$ და იქვე ბინა-გარაჟიც რომ მიაყიდა 490 000 $ -ად, მაგას არც პარლამენტარის ხელფასი ეყოფოდა და არც ორი გაქირავებული ფართი. თუმცა იმასაც დავაზუსტებ, რომ ბინაში მილიონსამასი ათასი ლარი მთლად ჯიბიდან კი არ გადაიხადა, 400 ათასი ლარი იპოთეკა დან აიღო და 580 ათასი ლარი – ლიბერთი ბანკიდან.
აღფრთოვანებული ვარ – როგორი ჭკვიანია ეს ხალხი, როგორ ახერხებენ, რომ თან საქართველოს მომავალზე იფიქრონ და თან ამდენი ბიზმესები დაახვავონ – რომ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა იცხოვრონ კომფორტში, როცა საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი სოციალურ დახმარებას იღებს, რომელიც საბაზისო კვებასაც არ ჰყოფნის,”  – წერს სოციალურ ქსელში  “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.