“ნოდარ მელაძის შაბათს ვუყურებ და ძალიან მინდა, ყველას, ვისაც ოდესმე სიტყვა “გრანტიჭამია” უხსენებია, ამ გადაცემის ათჯერ ყურება და ზეპირად მოყოლა მიესაჯოს.
მთელი ქართული ოცნება იპარავს ბიუჯეტის ფულს. გომელაურს მილიონობით ქონება პირად მცველზე აქვს გაფორმებული, არადა, ცხოვრებაში 6000 ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონია, მემკვიდრეობა არ მიუღია და ცოლი უმუშევარი ჰყავს. როცა ცხადად კორუმპირებული შსს მინისტრი ჰყავს ქვეყანას, რომელიც მანამდე სუსის უფროსი იყო, შეგიძლიათ იოლად წარმოიდგინოთ, როგორაა მთელი სისტემა გახრწნილი. გახრწნილ სისტემაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ აშენდება.
თბილისის მერიის მაღალჩინოსან ვიქტორ წილოსანს რომ თინეიჯერი შვილის სახელზე აქვს სახლები და კომპანიის წილები, ეს საერთოდ ცირკია.
უამრავი გადაცემაა მელაძის შაბათის გარდა – სტუდია მონიტორის, აიფაქტის სიუჟეტები, სადაც ქოცნების ასეულობით წევრის, ჩინოვნიკის, მათთან დაახლოებული ბიზნესმენების კორუფციაა მხილებული – ანუ ბიუჯეტის ყვლეფა. ანუ იმ ფულის ურცხვად ხარჯვა კურორტებზე, საკუთარი შვილების კერძო სკოლებში, ფუფუნებით ცხოვრებაზე, რომელიც უნდა იხარჯებოდეს საჯარო სკოლებზე, ბაღებზე, ჯანდაცვაზე, პარკებზე, გზებზე. ეს ხალხი პირდაპირ გძარცვავთ თქვენ. სახლში გივარდებათ და თქვენს შვილებს აცლის ლუკმას პირიდან, პირდაპირი მნიშვნელობით. მათაც გპარავენ ფულს, ვინც ტროლებად ჰყავხართ დაქირავებული, ვინც არჩევნების გაყალბებისთვის დაგიქირავეს და კაპიკებს გიხდიდნენ. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სამარცხვინო სამსახური არ გექნებოდათ.
აუცილებელია ერთი საიტის შექმნა, სადაც ყველა ამ კორუფციის შესახებ იქნება ინფორმაცია თავმოყრილი და დალაგებული.
მელაძის შაბათზე ლინკი,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.