ნათია მეზვრიშვილი: ასე წარმოუდგენია დღევანდელ ოცნებას მისი როლი – მოძალადედ და არა ძალადობის აღმკვეთად

“ხელისუფლების გარდა არავის აქვს წვდომა ინფორმაციაზე ვინ როდის და რა რეისით მოფრინავს ქვეყანაში. ამიტომ, კი, Vano Chkhikvadze-ს აეროპორტში ოცნება დახვდა თავისი პროპაგანდისტული მედიით. თუ ვინმემ დღეს ქვეყანას უღალატა, ხელისუფლებაა. ვანოსნაირები კი ევროპაშიც და ამერიკაშიც ოცნების მიერ იზოლაციისთვის განწირულ ქვეყანას იცავენ. სანქციები ოცნებას დაუწესეს (სამართლიანად) და არა ქვეყანას, რომელსაც მოღალატე ხელისუფლებაა დღეს ამოფარებული.
გუშინ 20 წუთი საუბრობდა დასავლური ფულით მოწყობილ თავდასხმებზე და ბულინგზე. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა რას ფიქრობდა სახელმწიფოს მიერ მოწყობილ თავდასხმებზე, პასუხად ისევ კიდევ 10 წუთი ენჯეოების და ოპოზიციის თავდასხმებზე ილაპარაკა. ვანო ჩხიკვაძის ინციდენტს არავინ დაგმობს ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ მათი ორგანიზებულია. ასე წარმოუდგენია დღევანდელ ოცნებას მისი როლი – მოძალადედ და არა ძალადობის აღმკვეთად,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე