ნათია მეზვრიშვილი: ასეთი კრიმინოგენული მდგომარეობა ბოლოს 90-იანებში მახსოვს

“ასეთი კრიმინოგენული მდგომარეობა ბოლოს 90-იანებში მახსოვს. ვორონცოვზე და პლეხანოვზე გავიზარდე, სროლებში. ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ, იტაცებდნენ, ძარცვავდნენ. ეს არ არის ცალკე აღებული „ჭავჭავაძეზე კაცი მოკლეს“. დღისით, მზისით, ადმიანების მანქანებში ჩაცხრილვა, მკვლელობა, გატაცება, ჩვეულებრივ ამბად იქცა. ასეთი კრიმინოგენული მდგომარეობა 90-იანებში გამოწვეული იყო სამართალდამცავებში კორუფციით, დღეს გამოწვეულია – სრული ქაოსით და უმართაობით. უბრალოდ კრიმინალთან საბრძოლველად არავის სცალია. ივანიშვილის პირადი ინტერესებია დასაცავი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროგრესს კი არ ვაგრძელებთ, ნულიდან გვიწევს დაწყება” – წერს სოციალურ ქსელსი ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა იყო. მოკლულია მამაკაცი. ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, არსებული ინფორმაცით, მისი თანმხლები პირია. როგორც თვითმხილველები “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთ კაფეს მინებს მოხვდა.