“მძარცველებმა იარაღი დაადეს” – ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

გუშინ “ლიონის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, თავად გიორგი ამ დროს სახლში იმყოფებოდა და ორი შეიარაღებული პირი იარაღით დაემუქრა.
წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია.
გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ნიცა” 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამი 71-ე წუთზე ჩაერთო.