“მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან”, ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს – მეუფე შიო

სამებაში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ იქადაგა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ქრისტესშობის დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით შეეგებონ.
“დღეს, გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტეს შობის წინა კვირა. წმინდა ეკლესია გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ, დღეს, წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ. იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა, ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარდით ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება და სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე. “მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან” და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში. ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს, არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ შვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც ჩვენ მოგვამადლა უფალმა ჩვენმან იესო ქრისტემ, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანამამით და სულიწმინდიტურთ, აწ და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ”, – თქვა მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული