მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის მოვლენებზე: სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო – 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?!

მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის მოვლენებზე: სამხედრო პოლიციამ დამაკავა, დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო – 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?!
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავ, იმედა მაისურაძეს, უსმენენ, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. იმედა მაისურაძე იხსენებს მისი დაკავების ამბავს, მას შემდეგ რაც არ შეასრულა საცხოვრებელი სახლების დაბომბვის ბრძანება.
„მეორე გაფრენის შემდეგ უკან რომ ვბრუნდებოდი, სანამ დავჯდებოდი უკვე ვხედავდი, რომ ციმციმებიანი მანქანები მელოდებოდნენ სენაკში. სამხედრო პოლიციამ დამაკავა და ფოთში წამიყვანა. დავალება არ შეასრულე მოღალატე ხარ, უვარგისი მფრინავიო.
ფოთში სატუსაღო იყო ბევრი კოღოებით, მხოლოდ მე დამიჭირეს. დაკითხვებზე მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას. სრულ სისულელეებს იძახდნენ. თითქოს მე ემზარ კვიციანისგან რაღაც თანხა მქონდა აღებული“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ. მაისურაძის თქმით, ის 10 დღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს და თბილისში საბრძოლო ვერტმფრენით დაბრუნების უფლება მისცეს. მას უკვირს თუ ასეთი საშიში იყო და თანაც მოღალატე როგორ მისცა ხელმძღვანელობამ მოღალატე ადამიანს ამის უფლება.
„შეკრიბეს მთელი ავიაციის პირადი შემადგენლობა მე ჩამომიყვანეს დან სენაკში კიდევ ერთად გვლანძღეს ყველა და შემდეგ ისევ ფოთში წამიყვანეს. ამ წაყვანიდან ორ დღეში ჩამოვედი სენაკში. 10 დღეში გამათავისუფლეს, თავდაცვაში დავრჩი, საბრძოლო ვერტმფრენით გადმოვფრინდი თბილისში, თუ ასეთი საშიში ვიყავი საბრძოლო ვერტმფრენი ისევ როგორ მანდეს?! ჩემი მდგომარეობა იყო სასაცილო, პატარა ბავშვს, რომ აშინებენ“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
Previous: 400 ჭურვიდან, ალბათ 60 დავხარჯეთ, ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია შეგვექმნა, მთლად რომ არ გვესროლა, კატასტროფა იქნებოდა ჩვენთვის, რადგან კაციჭამიები გველოდებოდნენ უკან

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას