მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 21-29 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალს წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.
მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები – მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატა, კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.
საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
22 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში გაიმართება ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“, ხოლო საღამოს თელავის თეატრის სცენაზე დაუკრავენ ახალგაზრდა მუსიკოსები.
და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
ღონისძიების პარტნიორი: მაგთიკომი.
ჩვენი მხარდამჭერები: თელავის მუნიციპალიტეტის მერია; STEINWAY&SONS; ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი; თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი; თელავის ისტორიული მუზეუმი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; რადიო „ფორტუნა“; AT.ge; სასტუმრო „თელა“; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თელავი“.
ინფორმაცია ბილეთების შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია