მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე რუსეთის ავიადარტყმას

უკრაინელმა მაშველებმა ერთი ადამიანის გვამი იპოვეს ქალაქ ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომლის რამდენიმე სართული განადგურდა რუსეთის ავიადარტყმის შედეგად.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი 15 სექტემბერს, დღისით დაბომბეს. ქალაქის ნემიშლიის რაიონში სამძებრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, დაღუპულია მოხუცი ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. დაზიანებულია 7 მრავალბინიანი სახლი.
ხარკოვზე მორიგი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რუსეთის „ტერორის შესაჩერებლად” თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ და უკრაინას დაეხმარონ თავის დასაცავად რუსული სამხედრო ავიაციისა და მართვადი ავიაბომბებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელების სიცოცხლე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ