მსოფლიო გრანდი 35 მილიონს იხდის – მამარდაშვილის შესაძენად ზაფხულში დიდი ბრძოლა იქნება

Calciomercato-ს ინფორმაციით, “ინტერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გიორგი მამარდაშვილის შესაძენად ყველა ღონეს იხმარს.
უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “ნერაძურის” სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა მზადაა ქართველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს და ეს “ვალენსიას” უკვე აცნობა, თუმცა “ღამურებს” 60 მილიონის მიღება სურს.
“ინტერთან” ერთად მამარდაშვილის შესაძენად სერია A-ს კიდევ ერთი გრანდი, “იუვენტუსი” იბრძოლებს, სადაც ვოიცეხ შესნის შემცვლელს ეძებენ.
ქართველის დამატებით ინგლისური გრანდებიც არიან დაინტერესებულნი და ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, ზაფხულში ქართველი მეკარის დამატებაზე დიდი ბრძოლა გაჩაღდება, გიორგი კი “ვალენსიას” აუცილებლად
დატოვებს.