სხვა მიზეზებთან ერთად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, საარსებო მინიმუმის ზრდა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ის ფაქტორებია, რის გამოც საერთაშორისო შრომითი ბაზარი მუდმივ რყევებს განიცდის. იმისთვის, რომ სამსახურის მაძიებლებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ, ხშირად უწევთ სხვადასხვა სამუშაო პირობებზე მორგება და შრომითი უნარების განვითარება.
ზოგიერთი კომპანია დასაქმებულებს თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას თავად აძლევს. სწორედ ასეთ კომპანიებში რჩებიან თანამშრომლები ყველაზე ხანგრძლივი დროით, თუმცა მსგავსი დამსაქმებლების პოვნა ადვილი არ არის.
სწორედ ამიტომ, Forbes-მა, Statista-სთან პარტნიორობით, 50 ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული 300 000 ადამიანი გამოკითხა. თითოეული მათგანი დასაქმებულია კომპანიაში, რომელიც, მინიმუმ, 1000 ადამიანს ასაქმებს და მსოფლიოს 6 კონტინენტური რეგიონიდან მინიმუმ 2-ში ოპერირებს.
გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ TOP 20 საერთაშორისო კომპანიას, რომლებსაც თანამშრომლები საუკეთესო დამსაქმებლებად აფასებენ.
წყარო: bm.ge