„მრავალეროვანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებით, გუშინ ღამით აქციაზე ბლოგერი ელვინ ქარიმოვი დააკავეს, რომლის მიმართაც ფიზიკურ ძალადობასა და ეთნიკურ ნიშნებზე დაფუძნებულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს.
„ელვინი აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიულ ჩართულობას.
არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასა და ეთნიკურ ნიშნებზე დაფუძნებულ შეურაცხყოფას.
კატეგორიულად მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მისი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.
ასევე, მივმართავთ სახალხო დამცველს, რომელიც უკვე დაინტერესდა აღნიშნული შემთხვევით, განახორციელოს საქმის დეტალური მონიტორინგი და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების სრულფასოვანი დაცვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ