მოსკოვში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა

მოსკოვში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა – შედეგად, ჩამოინგრა შენობის სახურავი და რამდენიმე სართულიც, 8 ადამიანი კი შემთხვევის ადგილასაა ჩარჩენილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ წუთებში ცეცხლი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ორ ბინას უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.