მოსკოვის სასამართლომ ხოდორკოვსკის და ლებედევს თითქმის მილიარდ ნახევარი რუბლის გადახდა დააკისრა

მოსკოვის მეშჩანის რაიონულმა სასამართლომ მენატეპას და იუკოსის ყოფილ მფლობელებს, მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს დააკისრა მილიარდ 400 მილიონი რუბლის (16 მილიონი დოლარი) გადახდა, რითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.
სასამართლო ამტკიცებს, რომ ეს თანხა გადახდილი უნდა იქნეს „საგადასახადო დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის“, იტყობინება რუსეთის სააგენტო ტასსი.
მოთხოვნა ეფუძნება სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ხოდორკოვსკის და ლებედევს, რომლებიც ადრე გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადათ 17,4 მილიარდი (199 მილიონი დოლარი) რუბლი.
ახლა საქმე ეხება ბანკ „ტრასტში“ არსებულ ანგარიშებს, რომლებიც, გენერალური პროკურატურის თანახმად, ეკუთვნის იუკოსის ყოფილ მფლობელებს. ბანკს ეს მტკიცება არ უარუყვია. სასამართლოს სხდომა ჩატარდა მოპასუხეთა წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხოდორკოვსკის და ლებედევს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი ლებედევი 2000-იანი წლების დასაწყისში გაასამართლეს ნავთობის აქციების მიტაცების და გადასახადების გადაუხდელობის გამო. 2005 წელს ორივე მიუსაჯეს ცხრა-ცხრა წლით პატიმრობა და ვადა მოგვიანებით ერთი წლით შეუმცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება