მოსკოვის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე დრონით თავდასხმა სცადეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა, – ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი იუწყება.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.
რუსეთის დედაქალაქის მერის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს