მოსამართლეს ქალი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს – რას პასუხობს მედიას მოსამართლის ქმარი?

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ძალადობაში სდებენ ბრალს. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ მაია გიგაურმა მისი მცირეწლოვანი შვილი სახალხოდ სცემა. ინციდენტი ბავშვთა გასართობ ცენტრ “ლისი ქიდს”-ში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. დაზარალებული ასევე ირწმუნება, რომ მოსამართლის მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი თავადაც გახდა.
“ვინც ნახა, იქიდან ვიცით, რომ ნამდვილად გარტყმული აქვს ხელი. სავარაუდოდ უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, იქ ვიდეოკამერები არის. თვითონ პოლიცია რას იზამს არ ვიცით, დღეს აღარავინ დაგვეკონტაქტა პოლიციიდან. სტრესში, რა თქმა უნდა, იქნება (ბავშვი). ექსპერტიზაც ჩატარებულია და იქ გაირკვევა, იძალადა თუ არ იძალადა, – ამბობს ქალი.
მაია გიაგური მეუღლე, ვალერიან მაჭავარიანი, ტვ პირველთან, ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ლისის ტერიტორიაზე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
“შეცდომაში ხართ შეყვანილი, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. არა, მითუმეტეს, რასაც თქვენ ამბობთ – არა, – ამბობს მაჭავარიანი.
წყარო – ტვ პირველი